img1


ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერსა და სტრუქტურას კვლავ უჭირს გაიგოს მარტივი ფაქტი ქართველი ხალხისთვის არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ ანგარიშებსა და დასკვნებს, რომლებსაც „ბრიუსელში“ ამზადებენ ორსულა ფონ დერ ლაიენები და კაია კალასები

ისინი ვერ შეძლებენ რეალური სურათის დამახინჯებით საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლას. არც ობიექტურობის იმედი არსებობს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დამოუკიდებლობის გზა და ბოლომდე დაიცვა სუვერენიტეტი, მათი მოთხვნების უგულებელჰყოფამ კი ბრიუსელი მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანა.

არ ელოდნენ პატარა საქართველო თუ თავაწეული შეხვდებოდა და ალბათ უკრაინის შემდეგ ვერ წარმოედგინათ ამგვარი სალი კლდე საქართველოს ხელისუფლების სახით.

 

საქართველოს მთავარი ამოცანა დღეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. სწორედ ეს არის ქვეყნის განვითარების საწინდარი და არა გარედან დაწერილი შეფასებები, რომლებიც ხშირად პოლიტიკურ ინტერესებზეა აგებული.

 

რაც შეეხება უკრაინას იქ „კარგი ანგარიშები“ ნამდვილად ვერ

დაეხმარება ვერც დანგრეულ ქალაქებს, ვერც ასობით ათას დაღუპულ ადამიანს და ვერც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი გზით სვლა ეროვნული ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე.

ბრიუსელში კი შეიძლება წერენ და კითხულობენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მომავალს ქართველები თავად წყვეტენ.

 

- ირაკლი ჯანყარაშვილი