img1


აი ამ “დამოუკიდებელმა” მკვლევარმა, ცილი დამწამა, რომ თითქოს მე ავტობუსების ტენდერებს ვლობირებდი და თავის ხელიდან დასაჭერად გამიმეტა - ბექა ოდიშარია

კარგად გვესმის, რომ 1937 წლებში “მოღვაწე” ანონიმშიკთა და დანოსჩიკთა გენი და შთამომავლობა არ გამქრალა და მათ 21 საუკუნეში ჰყავთ “ღირსეული!” მემკვიდრეები

 

ამ უბადრუკებს ჰგონიათ, რომ ახლაა სწორედ დრო, როდესაც შეუძლიათ გააცოცხლონ წლების განმავლობაში ჩემს მიმართ შეთხზული პასკვილები

 

უნდათ წურბელებივით მოახტნენ ხელისუფლების ანტიკორუფციულ ქმედებებს კისერზე და თავი კორუფციასთან მებრძოლებად შეასაღონ ხალხს

 

ბოლო დროს კოლექტიური ნაცმოძრაობის მესიჯ ბოქსში აქტიურად იხსენიება ჩემი გვარი,

 

( რაც არ მიკვირს, რადგან სიმართლეს წლებია ცხვირპირში ვახლი!)

 

მჟავანაძე ეს ახალი თაობის “კმარელი” ერთ-ერთი დაფინანსებული ახტაჯანაა-მოიკითხეთ ვისგან იღებს გროშებს

 

ღრმად პროვინციალმა კუპრაძემ, ცილი დამწამა ხალხის ბინებიდან გამოსახლებაში და ეს მაშინ როდესაც კახა კუკავამ მას პირდაპირ ეთერში დასდო ბრალი, საკუთარი, “ლელოს” პარტიის სამეგრელოს კოორდინატორის , საკუთარი სახლიდან გამოსახლებაში

 

შეუმდგარი, გაბოროტებული სამუშია, ვიღაც გაუგებარი სიორიოძე( გვარის შემარცხვენელი) და სხვები ათას სისულეელებს ბოდავენ ჩემზე! 

 

ერთმა “სახელოვანმა ლელოელმა” , გვარს ოჯახის ხათრით არ ვასახელებ, უკვე მომიხადა ბოდიში და გარწმუნებთ, პასკვილიანტებო მოგიწევთ რიგში ჩადგომა

 

 ფორმას თითოეულს , შესაფერისს მოგიძებნით

- წერა ბექა ოდიშარია