img1


ჰელოუინის ღამეს ნიუ ჯერსიში ხუთსულიანი ოჯახი ტრაგიკულად დაიღუპა

ნიუ ჯერსის ქალაქ პატერსონში ჰელოუინის ღამეს მოხდა საშინელი ტრაგედია ხანძრის შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა საცხოვრებელ სახლში, სადაც მეზობლებმა აფეთქების ხმა გაიგონეს. 

მაშველების მიერ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, სახლის შიგნით აღმოჩენილ იქნა ოჯახის ხუთივე წევრი მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აბაზანაში გარდაცვლილები იპოვეს.

 

მეხანძრეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლეს ცეცხლთან, თუმცა შენობის დიდი ნაწილი მთლიანად დაიწვა. ხანძრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა წინასწარი ვერსიით, შესაძლოა საქმე ელექტროსადენების გაუმართაობას ან სანთლის გამოყენებასთან დაკავშირებულ შემთხვევას ეხებოდეს.

 

პატერსონის მერმა შემთხვევა „უდიდეს ტრაგედიად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქი თანაუგრძნობს დაღუპულთა ნათესავებს.

გამოძიება კი გრძელდება.