აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ლუკოილზე დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი და მთავრობის დაცემა გამოიწვიოს ამის შესახებ წერს Politico.
ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ლუკოილის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ევროპაში, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითად საყრდენად ითვლება.
ანალიტიკოსების შეფასებით, ქარხნის მუშაობის შეჩერებამ საწვავის მწვავე დეფიციტი, ფასების ზრდა და მასობრივი პროტესტები შეიძლება გამოიწვიოს. ასეთმა სცენარმა კი სერიოზულად შეარყიოს მთავრობის სტაბილურობა.
გარდა ამისა, კრიზისმა შეიძლება გააძლიეროს ბულგარეთის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც დასავლურ მედიაებში ხშირად პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის სანქციების გავლენა ბულგარეთში შეიძლება ევროკავშირის შიდა ერთიანობაზეც აისახოს, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07