img1


ქობულეთისა და ჭაოცინგის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თანამშრომლობა მხარეებს შორის 

მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მოიცავს. თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სოფლისმეურნეობის და სხვა მიმართულებით. 

 

აღსანიშნავია, რომ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტიდან იყო წარმოშობით ლაო ჯინ ჯაო, რომლის სახელსაც უკავშირდება აჭარაში ჩაის კულტურის შემოტანა და განვითარება. სტუმრებმა დაბა ჩაქვში, ლაო ჯინჯაოს სააგარაკე სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ისაუბრეს სამომავლოდ განსახორციელებელ სამუშაოებზე. 

 

უახლოეს პერიოდში ლაო ჯინ ჯაოს სააგარეკე სახლში მუზეუმი აშენდება. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ჩინური მხარე.