img1


ადვოკატი მარიამ საბიაშვილი, რომელიც ამავდროულად არის მოხალისეთა ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ვკითხულობთ: ორგანიზაციამ გამოაცხადა ახალი წევრების მიღება

იმისათვის, რომ გახდეთ თავდაცვის მოხალისე, საჭიროა იყო ორგანიზაციის წევრი და გაიარო შესაბამისი სასწავლო კურსები.

 

ცნობისთვის, ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ უზრუნველყოფს მხარდამჭერი ფუნქციების შესრულებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის — საინფორმაციო/ფსიქოლოგიური ოპერაციების მიმართულებით.

 

მოხალისე კანდიდატმა უნდა შეავსოს აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

 

მოხალისე შეიძლება გახდეს სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საჭირო ინტელექტუალურ უნარებს. ასევე, აღნიშნულის შესაძლებლობას ვაძლევთ შშმ სტატუსის მქონე პირებს და ემიგრანტებს.

 

#სამოქალაქო #მხარდაჭერა #ჯარს, #ძლიერი #საქართველოსთვის !!!

 

#ვემსახურები #საქართცელოს !!