img1


თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრუნდება - "აპირებს ინტერვიუს მიცემას"

თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბურუნდება - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

 

მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური გეგმავს მედიის შეკითხვებს უპასუხოს და "ყველა კითხვას გასცეს პასუხი": 

 

მე როგორც ვიცი, აუხლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თავად თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თქვანს შეკითხვებს. აქიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, აპირებს ინტერვიუს მიცემას. ის ბრუნდება საქართველოში და არც არასდროს აპირებდა ქვეყნის დატოვებას. იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე არ ინფორმაციაც მაქვს ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება და თავად გასცემს პასუხს ითხვებს"- განაცხადა ახვლედიანმა.