img1


ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი ილუზიაა თითქოს რუსეთთან საუბარი დანაშაულია! სწორედ ეს ილუზია გვახრჩობს უკვე ათწლეულებია

ქართული სახელმწიფოსთვის და თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვინც რუსეთში ცხოვრობს უმნიშვნელოვანესია ის რასაც მამუკა ფიფია აკეთებს! 

 

ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მისასალმებელია, რადგან სიტყვა ყოველთვის ჯობია სიჩუმეს მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნის ბედი და ტერიტორიული მთლიანობა სწორედ მოსკოვში წყდება და არც ერთ სხვა დედაქალაქში!

 

სულ მცირე დრო დარჩა როცა საბოლოოდ დავაღწევთ თავს იმ ლიბერალ-დესტრუქციული ძალებისგან, რომლებიც წლებია ჩვენს სახელმწიფოს აფერხებს!

როცა დავასრულებთ “საბოტაჟნიკების” ეპოქას და ნაცმოძრაობის ნარჩენებს ისტორიას ჩავაბარებთ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გახდება არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელი!

 

შეხედეთ ზელენსკის ომში ჩათრეულმა ნახევარი ქვეყანა მიწასთან გაასწორა და ახლა, როცა ყველაფერი დაკარგა, პუტინთან შეხვედრას ითხოვს...

გვიანია უკვე მისთვის!

 

ჩვენ კი სხვანაირად უნდა მოვიქცეთ რადგან ჩვენი გზა არის მშვიდობის, სიძლიერისა და სუვერენული გადაწყვეტილების გზა!

და დღეს, როცა ქართულ-რუსული ურთიერთობები აშკარად დადებითად ვითარდება, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს დინამიკა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვისი დაკვეთის მიხედვით!

 

დადგება დრო როცა ქართულ-რუსული ურთიერთობები მიაღწევს საჭირო ნიშნულს და დიპლომატიური ურთიერთიბებიც აღდგება!

 

 

ფოტოზე: მამუკა ფიფია რუსეთის დუმის საიმფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე მარინა კიმთან ერთად!