img1


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც უნდა რეაგირებდეს ფიშირეს საქართველოს საშინაო საქმეებში თავხედურ ჩარევაზე, აქეთ გვიყენებს პრეტენზიებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ თავს ესხმის ევროკავშირს, გერმანიასა და ელჩს, ამიტომ გახდა საჭირო ელჩის დროებით გაწვევა

 

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს, თუ როგორ გააგრძელოს მოქმედება. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“— წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში