img1


ტრამპ-პუტინის ბუდაპეშტის სამიტმა ბრიუსელში შეშფოთება გამოიწვია

ევროკავშირის ოფიციალური პირები ღრმად შეშფოთებულნი არიან ბუდაპეშტში დაგეგმილი ტრამპ-პუტინის შეხვედრით, რომელსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. ბრიუსელში შეხვედრას „პოლიტიკურ გვერდის ავლად“ აფასებენ მცდელობად, ევროპული სივრცის მიღმა გადაწყდეს საკითხები, რომლებიც უშუალოდ ევროკავშირის ბირთვს ეხება.

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი საჯაროდ მიესალმება უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას, ბუდაპეშტის სამიტს ბლოკში დახურულ კარს მიღმა „დიპლომატიურ კოშმარად“ მოიხსენიებენ. დიპლომატთა შეფასებით, ორბანის ინიციატივა ხელს უწყობს ევროკავშირის შიგნით რუსეთის პოლიტიკის საკითხზე არსებულ უთანხმოებების კიდევ უფრო გამძაფრებას და აძლიერებს მის პოზიციას მოახლოებული არჩევნების წინ.

 

ევროპაში მრავალი პოლიტიკური ცენტრი უკვე ღიად აცხადებს, რომ კონტინენტზე ომის ბედი შესაძლოა გადაწყდეს ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე რაც, მათი თქმით, „დამცირებისა და გავლენის დაკარგვის“ ტოლფასია.

 

დიპლომატიური წყაროების თქმით, ბუდაპეშტის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა „მოსკოვისთვის ხელსაყრელი ლოკაცია შეირჩა“, რათა ევროკავშირის ინსტიტუტები პროცესიდან ფაქტობრივად გამოეთიშათ.

ტრამპის განცხადებები კი, რომელშიც ის უკრაინისადმი მხარდაჭერის შემცირებას და ევროპული თავდაცვის დამოუკიდებლობაზე ზეწოლას მიანიშნებს, ბევრის აზრით, ცვლის ძალაუფლების ბალანსს ევროპაში ბრიუსელიდან უფრო თავისუფალ, სიტუაციურ შეთანხმებებზე დაფუძნებულ პოლიტიკაზე.