img1


ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 200 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი

 "ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში, 7 200 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი. ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ერთეული და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში, გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები" | აცხადებენ სუს-ში.

 

  პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა და ელექტრომოწყობილობები. მოგვიანებით, ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა თქვა, რომ სიძეს ვერ უკავშირდებოდა.