ლიბერალი უფლება დამცველების შეშფოთების მიუხედავად იტალია ლიბიასთან მიგრაციის პაქტს გნაახლებს
იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა ლიბიასთან 2017 წელს დადებული მიგრაციის მემორანდუმის განახლება, რითაც ცენტრისტული-მემარჯვენე მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ გამოავლინდა საზღვრის კონტროლის პოლიტიკის მიმართ. დოკუმენტის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის პარტიებმა — „იტალიის ძმებმა“, „ლიგამ“, „ფორცა იტალიამ“ და „ნოი მოდერატიმ“, ხოლო 153 ხმით მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაძლია ოპოზიციური ბლოკის წინააღმდეგობა.
მემორანდუმის ავტომატური განახლება 2 ნოემბერს არის დაგეგმილი. შეთანხმება წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის საგანი იყო ლიბერალი უფლება დამცველების მხროდან, რადგან მისი მეშვეობით იტალიიდან მიგრანტების ნაწილი ლიბიაში იძულებით ბრუნდება, სადაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ ძალადობის, წამებისა და თვითნებური დაკავებების შემთხვევებს.
ოპოზიციისა და უფლებადამცველი ჯგუფების მოწოდებების მიუხედავად, რომ იტალიამ შეწყვიტოს თანამშრომლობა ლიბიის ხელისუფლებასთან, მთავრობა აცხადებს, რომ შეთანხმება ხმელთაშუა ზღვაში არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად აუცილებელ მექანიზმად რჩება.
რომში სამოქალაქო ორგანიზაციები ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. აქტივისტები მოითხოვენ, რომ იტალიამ შეწყვიტოს მიგრანტების ლიბიაში დაბრუნება, რომელიც მათთვის უსაფრთხოდ არ მიიჩნევა.
შეთანხმების განახლება აღიქმება როგორც პრემიერ ჯორჯა მელონის მთავრობის მკაცრი მიგრაციული კურსის გაგრძელება, რაც ეხმიანება ევროპაში საზღვრის გარე კონტროლის გაძლიერების ტენდენციას.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07