img1


პარლამენტის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე “ ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის შესახებ:

“საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ კონკრეტული პარტია ებრძვის დემოკრატიას, ქვეყნის სუვერენიტეტს, ზოგადად დემოკრატიულ წესწყობილებას და როგორც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პარტიის აკრძალვა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 

 

მაგრამ ორგანულ კანონში არ არის დაზუსტებული თუ რაში გამოიხატება კონკრეტულად პარტიის აკრძალვა. მითითებული არის რომ რეგისტრაცია უუქმდება, მაგრამ პარტია როგორც ასეთი არ არის მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი და შენობა ნაგებობა. 

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საერთოდ გაყიდა ოფისი და რა არ არსებობს?! 

რეალურად პარტიას ქმნიან მისი წევრები, მისი მაღალი თანამდებობის პირები, მასთან დაკავშირებული მხარდამჭერები, რომლების სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ სხვადასხვა დროს. 

 

ადამიანები ქმნიან პარტიას, შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება ვერ და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი პარტიის აკრძალვის დროს. 

 

ჩვენი ცვლილებების მიხედვით, ის პირები რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულები არიან და შემოქმედები არიან კრებსითი “ნაციონალური მორაობისა”, იმ უბედურებისა და ბრძოლისა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ამ ადამიანებს აეკრძალებათ რომელიმე პარტიის წევრობა, რა თქმა უნდა, ეს პარტიებიც გაუქმდებიან სხვანაირად შეუძლებელია სამართლებრივად იმდენად დასაბუთებული იქნება სარჩელი რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აეკრძალებათ არჩევით და დანიშვნით თანამდებობაზე ყოფნა იმ ორგანოებში, რომელიც დასახელებული საქართველოს კონსტიტუციაში და იმავდროულად თუ რომელიმე პარტიის დაფუძნებას გადაწყვეტენ რეგისტრაციაშიც არ გატარდება, თუ სხვა პარტიას მიეტმასმებიან და მათი წევრი გახდება, მაშინ იმ სხვა პარტიის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. 

 

რეალურად ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზეც ვმუაობთ ერთ მთლიანობაში უნდა დავინახოთ. ეს ცვლილებები მიმართულია ჩვენს ქვეყანაში მოქმედი აგენტურის გასანეიტრალებლად და რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სიჯანსაღე შემოვიდეს და სხვა რეალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური აქტივობით დაკავდნენ”.