img1


ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შევხვდა

დიპლომატმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მომილოცა. 

 

შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა გადმომცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.