ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა და საერთაშორისო ანალიტიკოსმა სკოთ რიტერმა საქართველოს საზოგადოებრივ არხზე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლებელია მყარი და ჯანსაღი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
რიტერის თქმით, მოსკოვში მან გაიცნო მამუკა ფიფია, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის, აქტიურად მუშაობს ქართულ-რუსულ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„მამუკა ფიფია იქ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ის ყველაზე პროქართული ადამიანია, რუსეთში. ის იცავს ქართულ ღირებულებებს, იცავს საქართველოს და ხელს უწყობს სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაბრუნებას. ის ცდილობს ურთიერთობების ნორმალიზებას ასეთ ადამიანებს ქართველმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს,“ განაცხადა რიტერმა.
ექსპერტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელია და მისი მთავარი ფოკუსი შინაურ პოლიტიკურ პრობლემებზეა, საქართველოსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს:
„პოლიტიკა თქვენი საქმეა. მე ამერიკელი ვარ, სახლში საკმარისი პრობლემები გვაქვს. მაგრამ, როგორც ვთქვი, მე მყავს ქართველი ცოლი, ამიტომ საქართველო ჩემი პრობლემაც არის. მე ვსწავლობ საქართველოს,“ – აღნიშნა მან.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07