საფრანგეთის პოლიტიკური სისტემა პარალიზების ზღვარზეა. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ავტორიტეტი, რომელიც ოდესღაც ევროპული სტაბილურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, დღითიდღე ინგრევა, ხოლო მისი პარტია „Renaissance“ თანდათან კარგავს საზოგადოებრივ ნდობას. ამ ფონზე კი მარინ ლე პენის „ეროვნული კრება“ (RN), რომელიც თავს „ახალ ძალად“ წარმოაჩენს არამხოლოდ მაკრონის, არამედ მთლიანი ევროპული ცენტრიზმის ალტერნატივად გვევლინება.
OpinionWay-ის უახლესი კვლევის თანახმად, RN ჰიპოთეტურ საპარლამენტო არჩევნებში 35%-იან მხარდაჭერას ფლობს რაც 10 პუნქტით აღემატება შესაძლო გაერთიანებულ მემარცხენე ფრონტს. ეს მაჩვენებელი მხოლოდ პოლიტიკური წარმატება არაა ეს სიგნალია იმ ღრმა გადაღლილობისა, რომელიც ფრანგ საზოგადოებაში დაგროვდა გაურკვეველი კოალიციების, დაპირისპირებული ფრაქციებისა და გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის გამო.
ლე პენი თავს აჩვენებს როგორც სიმშვიდის და თანმიმდევრულობის ფიგურას, იმ სამყაროში, სადაც პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს ჭამს. სწორედ ამიტომ, RN-ის იზოლირების მცდელობები უკუშედეგს იძლევა პარტია, რომელიც წარსულში საფრთხედ აღიქმებოდა, ახლა ქვეყნის „გადარჩენის შესაძლებლობად“ იქცა.
თუ საფრანგეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ლე პენი და მისი ახალგაზრდა თანამებრძოლი ჯორდან ბარდელა შესაძლოა გახდნენ არა მხოლოდ ფრანგული, არამედ ევროპული ნაციონალისტური ტალღის ლიდერები.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07