ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ევროპარლამენტი ამზადებს დებატებს მის წინააღმდეგ უნდობლობის საკითხზე.
ინიციატივას მხარს უჭერენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ფრაქციები
იშვიათი ალიანსი, რომელიც ევროკავშირის შიგნით მზარდი პოლიტიკური დაპირისპირების მაჩვენებლად მიიჩნევა.
დებატები და მზარდი უკმაყოფილება
ევროპარლამენტის წევრები 9 ოქტომბერს იმსჯელებენ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობის ორი მიმართულებით მმართველობის სტილი და კრიზისებზე რეაგირების ფორმა.
ოპონენტების ნაწილი მას აკრიტიკებს ზედმეტი ცენტრალიზაციისა და ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების გამო, რაც, მათი თქმით, არღვევს წევრ სახელმწიფოებს შორის თანასწორობის პრინციპს.
მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ ფონ დერ ლაიენი რთულ პერიოდში ახერხებს ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებას განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპა გარე საფრთხეებს და შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდას აწყდება.
ფონ დერ ლაიენი: „რუსეთი ცდილობს ჩვენს გაყოფას“
თავდაცვითი მიმართვისას ფონ დერ ლაიენმა ევროპა გააფრთხილა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.
მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და ევროკავშირის ტერიტორიაზე დრონების ფრენის, რაც, მისი შეფასებით, ეს რუსეთის მცდელობაა ევროკავშირის შიდა განხეთქილების გასაღრმავებლად.
> „მოსკოვი ცდილობს გამოიყენოს ჩვენი შიდა უთანხმოებები, რათა შეარყიოს ევროპული ერთობა,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ბოლოდროინდელი გამოსვლაც ახსენა და ის „დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციის განზრახ კამპანიის“ ნაწილად მიიჩნია.
კრიტიკა და შიდა დაპირისპირება
ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომისიის პრეზიდენტი რუსეთზე აპელირებით ცდილობს შიდა უკმაყოფილების გადაფარვას.
კრიტიკოსების თქმით, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ენერგეტიკული პოლიტიკის წინააღმდეგობები და ბიუროკრატიული პროცესების გაჭიანურება საზოგადოების ნდობას ასუსტებს.
> „ფონ დერ ლაიენის გუნდმა უნდა ისაუბროს არა მხოლოდ გარე საფრთხეებზე, არამედ შიდა გამოწვევებზე, რომლებიც თავად ევროკავშირში არსებობს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა დებატების წინ.
პოლიტიკური ტესტი ევროკავშირის მომავლისთვის
ექსპერტების შეფასებით, მოახლოებული კენჭისყრა მხოლოდ ფონ დერ ლაიენის პოლიტიკურ ბედს არ გადაწყვეტს, არამედ თავად ევროკავშირის ინსტიტუტების ლეგიტიმურობაასაც.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08