ფრანგმა პარლამენტის წევრმა რიჩარდ რამოსმა, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტიის პოლიტიკურ ბლოკთან არის დაკავშირებული, მკაცრი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტის შესახებ.
„ემანუელ მაკრონი გიჟია. მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა — საკუთარი თავი ზედმეტად უყვარს და ფიქრობს, რომ რაღაც განსაკუთრებულია“, — განაცხადა რამოსმა ტელეეთერში გამოსვლისას.
პოლიტიკოსის თქმით, მაკრონის ქცევები და გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში „ავტორიტარულ მიდრეკილებებზე“ მიანიშნებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პრეზიდენტი რეალობას არის მოწყვეტილი.
განცხადებამ საფრანგეთში პოლიტიკური დებატები ააგორა ოპოზიცია რამოსის სიტყვებს „სიმართლის ხმად“ მიიჩნევს, ხოლო მაკრონის მხარდამჭერები ამას „პოპულისტურ თავდასხმად“ აფასებენ.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08