ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ოთხ ოქტომბერს თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე? "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ დამნაშავეა ყველა, ვინც აქციას ესწრებოდა.
მმართველი გუნდი აქცენტს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და შესაბამისად, პოლიტიკოსებზე აკეთებს. მათი შეფასებით, ოპოზიციის ლუსტრაცია აშკარაა და ახლა თავის მართლებას აზრი აღარ აქვს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის, ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების დამხობის ჩავარდნილ გეგმას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, "ლელო" და ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბერსვე გაემიჯნენ.
მიმდინარე პროცესს აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე. რიმა ბერიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უღალატეს ქვეყანას და მასთან ერთად - ერთმანეთსაც.
"მათ უღალატეს ქვეყანას და ერთმანეთს. გუნდშიც უღალატეს ერთმანეთს, დაკავების დროსაც კი მარტო იდგნენ. მათთვის ერთგულება, გვერდში დგომა მიუღებელია. "ნაციონალური მოძრაობა" რასაც აკეთებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენთვის ცნობილია. დღეს უკვე ერთმანეთში მიმდინარეობს დაპირისპირება. გაექცნენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ისინი არ იყვნენ საქმის კურსში. რა განცხადებებსაც აკეთებდა მათი ლიდერი და მათი წარმომადგენლები... ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, რადგან პირად კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ", - განაცხადა რიმა ბერიძემ.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08