img1


პროკურატურამ 13 მოძალადეს ბრალი წარუდგინა

„შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე, ალექსანდრე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფი ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. 

 

შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდების შესაბამისად, ჯგუფურად სტრაგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს საღამოს საათებში, იერიში მიიტანეს, ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით“ — თქვეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე