დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის აქციას და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს.
„ახლა უკვე იმ ბრალდებას ასაჩივრებენ, რომელსაც თავადვე გვპირდებოდნენ; უკვირთ, რატომ ასამართლებენ მათ დამხობის, სახელმწიფო გადატრიალების მოწოდების და სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის დაკავების საფუძვლით, როდესაც ისინი თავად იყვნენ, ვინც ამ ყველაფერს გვპირდებოდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ შეესრულებინათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.
სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08