რომი — პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობის ინიციატივით, იტალიის პარლამენტში განიხილება ახალი კანონპროექტი, რომელიც კრძალავს გენდერული თეორიისა და LGBTQ+ შინაარსის სწავლას სკოლამდელ და დაწყებით საფეხურებზე.
დოკუმენტის მიზანია მშობლების პრიორიტეტის აღდგენა განათლების პროცესში და ტრადიციული კულტურული და მორალური ღირებულებების დაცვა. კანონპროექტის ავტორების თქმით, აუცილებელია ბავშვების დაცვა „იდეოლოგიური ექსპერიმენტებისგან“, რომლებიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის ბიოლოგიურ და კულტურულ იდენტობას.
კანონპროექტი ასევე აფართოებს მშობელთა უფლებას, ვეტო დაადონ სასწავლო პროგრამებს, სადაც განხილულია სექსუალობისა და გენდერული იდენტობის საკითხები. დოკუმენტი ზღუდავს არასრულწლოვნებზე გენდერული დადასტურების პრაქტიკასაც, რაც ავტორთა თქმით, პასუხობს საზოგადოების მზარდ მოთხოვნას ბავშვების დაცვაზე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ეხმიანება ევროპის მასშტაბით მზარდ კონსერვატიულ ტალღას მსგავსი კანონები უკვე მიღებულია უნგრეთში და პოლონეთში, ხოლო განხილვის ეტაპზეა სლოვაკეთსა და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
იტალიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ახალი კანონმდებლობა ემსახურება ქვეყნის საგანმანათლებლო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ოჯახური, ტრადიციული ღირებულებების დაცვას იმპორტირებული იდეოლოგიური ზეგავლენისგან.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08