„ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის რაც თქვენ დღეს მაკადრეთ - სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი, ბევრი ადამიანია მოწმე რამდენჯერ სად ვიყავი და ვისთან ერთად ვიყავი. დამატებით დეტალები შსს-ს ეცოდინება, ოხრად კამერებია და ისეთი მონდომებულები ხართ ჩემი ლოკაციების დასადგენად აუცილებლად მოგაწვდიან. რატომ არ იყო კოორდინაცია, რატომ წარიმართა მოვლენები ისე როგორც წარიმართა, ეს აუცილებლად გაირკვევა და ბევრ დეტალს მოეფინება ნათელი. თავად ორგანიზატორები, მათი ოჯახის წევრების საუბრობენ გეგმის არევაზე, ღალატზე, გადაგდებაზე. ყველაფერი უნდა გაირკვეს, სხვანაირად არ გამოვა.
უბრალოდ მე მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში არის წარმოუდგენელი ამბავი. ცხოვრებაში კაცი არ გამიყიდია, ჩემი კი არა სხვისი პარტიის ლიდერების დაჭერის დროს მივსულვარ, საუბარი ზედმეტია მეგობრებზე.
და არც არავის ვემიჯნები, ამ ხალხმა აჩვენა მაგალითი, ყველა ივანიშვილის ტყვეობაშია. დანარჩენი რა როგორ წარიმართა, რა იყო საწყისი გეგმა, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები ვინც დააღალატა იმედი მაქვს, რომ მალე გავიგებთ.”- წერს სანიკიძე.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08