img1


მიუნხენის აეროპორტის დასაცავად, გერმანიის პოლიციამ ლაზერული სისტემა განალაგა. - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს

მიუნხენის აეროპორტის დასაცავად, გერმანიის პოლიციამ ლაზერული სისტემა განალაგა. - ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

 

დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, მოწყობილობა ერთ-ერთ ასაფრენ ბილიკთან ახლოს განლაგდა. მას დრონებამდე მანძილის დადგენა შეუძლია, რაც მათ ჩამოგდებას შეუწყობს ხელს.

 

ამასობაში, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრალური ოფისი გამოძიებას ატარებს იმის შესახებ, თუ ვინ უშვებს აღნიშნულ დრონებს.

 

აეროპორტის ტერმინალებში კი, გასაბერი ლეიბები და 3000 დასაკეცი საწოლი მზადდება, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მგზავრებს მინიმალური პირობები ჰქონდეთ. საჭიროების შემთხვევაში, მათ ასევე სასმელები და მსუბუქი ხემსი მიეწოდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ ადრე უცნობი დრონების გამოჩენის გამო, მიუნხენის აეროპორტმა რამდენჯერმე შეაჩერა მუშაობა. გამოცემამ კი, ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონები მანამდე ბუნდესვერის ბაზის თავზე დაფრინავდნენ.