img1


გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი: ევროკავშირის ელიტებისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ქართველებს უცხოური ჩარევის ნაცვლად სუვერენიტეტი, ხოლო ომის ნაცვლად მშვიდობა სურთ.

"გასულ წელს საქართველომ შთამბეჭდავი, 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო მიმდინარე წლისთვის 6.5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული", - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი ტომაშ ფროლიხი X-ზე წერს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

 

"სინამდვილეში, ეს მაჩვენებელი არ არის ხელსაყრელი დესტრუქციული ქმედებების დასაწყებად და მხარდაჭერისთვის. რომ შევადაროთ, ევროკავშირის ეკონომიკურმა ზრდამ 2024 წელს მხოლოდ 0.9%-ი შეადგინა, ხოლო 2025 წელს - 1.5%. მიუხედავად ამისა, ბრიუსელი მონაწილეობს თბილისში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებში. ევროკავშირის ელიტებისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ქართველებს ურჩევნიათ ქრისტიანული ღირებულებები და არა ე.წ. ვოუქიზმი; რომ მათ უცხოური ჩარევის ნაცვლად სუვერენიტეტი, ხოლო ომის ნაცვლად მშვიდობა სურთ. თებერვალში ჩემს გამოსვლაში მოვითხოვე: არანაირი ამპარტავანი ლექციები, არა ესკალაციას და ჩარევას! საქართველო არ უნდა იქცეს მეორე უკრაინად!" - წერს ფროლიხი.