img1


ხელისუფლება დადგა მთლიანად დედაეკლესიის, სინოდის, სასულიერო პირების გვერდით და მის აქტიურ პოპულარაიზაციას ეწევა - გურამ ფალავანდიშვილი

მე მადლიერი ვარ და მხარს ვუჭერ ხელისუფლებას.

 

მე მადლიერი ვარ ხელისუფლების, რადგან მან შეძლო და: 

 

1. ბოლომდე დაუპირისპირდა დასავლეთის ანტიადამიანურ და ანტისახელწიფოებრივ დღის წესრიგს, მათ თავხედ ელჩებს და სახელმწიფო წარმომადგენლებს, მათ შორის პირველ პირებს.

 

2. დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება, უვიზო მიმოსვლის, ფრენების აღდგენა, რაც თავის მხრივ ორი რამითაა ძალიან მნიშვნელოვანი: 

ა) რომ მან, ისევე როგორც ადრე, გვიხსნა ჩვენი გამმუსულმანებელი ქვეყნების ბატონობისგან, დღესაც გვიხსნას უკვე ანტიქრისტეს ცხოვრების წესის გამავრცელებელი დასავლეთის, კიდევ უფრო ძლიერი, იმპერიისგან. 

ბ) რომ შევძლოთ ტერიტიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

 

3. დადგა მთლიანად დედაეკლესიის, სინოდის, სასულიერო პირების გვერდით და მის აქტიურ პოპულარაიზაციას ეწევა. 

 

4. სულ ცოტა ხნის წინათ განათლების მინისტრმა, პატრიარქის მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად გამართულ განათლების სამინისტროს ბრიფინგზე სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ 180 გრადუსით იცვლება 2004 წელს დასავლეთიდან დაძალებული ლიბერალური სწავლება ეროვნულ - პატრიოტული სწავლებით და რომ სკოლაში შემოდის ახალი ღირებულებითი საგანი, რომლის სასწავლებლადაც 70-მდე საჯარო სკოლაში უკვე შეიყვანეს საპილოტედ მართლმადიდებელი მოძღვრები და ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

 

5. ხელისუფლებას ჩამოაშორეს ნაცმოძრაობა და მისი ფაშისტი ლიდერები ამ წუთას იზოლირებულები ჰყავთ საზოგადოებიდან.

 

6. აუკრძალეს გირჩის სექტას დეზერტირობაში ხელშეწყობა.

 

7. ასეთი ჩამონათვალი არცთუ მცირეა, მაგრამ ყველაზე მეტად მადლიერი ვარ, რომ მათ, ღვთის წყალობით, სასწაულებრივად მიიღეს, დასავლეთიდან უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ანტი ლგბტ კანონი და ახლა ყოველ 17 მაისს ჩვენი შვილების წამბილწველი სოდომიტების დევნა კი არ გვიწევს და ამის გამო ციხეებში მოხვედრა, რომ მათი ბინძური, სატანური მარშები ჩავშალოთ, არამედ ციხეებში ახლა ისინი სხედან და ჩვენ კი ერს და ბერს, მთავრობასთან და მხედრობასთან ერთად ეს დღე, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის, დასვენების დღედ გამოგვიცხადდა და ერთად ვზეიმობთ.

 

გარდა ამ სანუკვარი ფაქტებისა, ეს ყველაფერი მიათკეცებს მომავლის იმედსაც, რომ ბუნებრივად ამ სიკეთეებს სხვა სიკეთეებიც აუცილებლად მოჰყვება და მთლიანად გავთავისუფლდებით იმ მრავალგვარი უკუღმართობისგან, რაც ამ 30 წლის განმავლობაში უდიდესი ძალისხმევით შემოგვითესლა ამ ლიბერასტულმა დასავლურმა სამყარომ, კაზინოების, უკონტროლო მიგრაციის, ნარკომანიის ..... სახით.

 

და ასევე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ სწორ, ქრისტიანულ გზაზე დამდგარი ხელისუფლება, არა მხოლოდ ამ 30 წლის განმავლობაში თავსმოხვეულ უბედურებებს ამოძირკვავს ბოლომდე, არამედ დედაეკლესიის მოსმენით, დაჯერებით და თითოეული მოქალაქის, მრევლის სწორი პოზიციით, ჩვენში ჯერ კიდევ 100 წლის წინ დამკვიდრებულ უდიდესზე უდიდეს ბოროტებას, დედის საშოში ჩვილთა მკვლელობას - აბორტს აკრძალავს (ვფიქრობ ჩვენი საამაყო დედაეკლესიის მეთაურობით ეს პროცესიც უკვე დაწყებულია).

 

ღმერთმა ინებოს, რომ აღსრულდეს.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, სრულად ვუჭერ მხარს ხელისუფლებას და ამას, არა მხოლოდ ჩემი მხრიდან აუცილებელი ხმის მიცემით დავაფიქსირებ, არამედ პირველივე საჭიროებისას თუ დასავლეთიდან მაიდნის მოწყობის საფრთხე დადგება, ქუჩაშიც გამოვალ ამისგან თავის და სამშობლოს დასაცავად და დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთები ძალიან, ძალიან ბევრნი ვიქნებით, ერი და ბერი, ქუდზე კაცი.

- წერს გურამ ფალავანდიშვილი