ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის დომინირების დასასრულის შესახებ ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მსოფლიო „პოლიცენტრულ ეპოქაში“ შედის, სადაც დასავლეთის გავლენა თანდათან სუსტდება. მისი თქმით, BRICS და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია სუვერენული თანამშრომლობის ალტერნატიულ მოდელებს ქმნიან, მაშინ როცა დასავლეთი ცდილობს ძველი „ჰეგემონიური წესრიგის“ შენარჩუნებას.
პუტინმა ევროკავშირის ლიდერები დაადანაშაულა რუსეთისთვის საფრთხის განზრახ შექმნაში, რითიც ცდილობენ გადაფარონ შიდა პრობლემები მიგრაცია, სოციალური დაძაბულობა და გაზრდილი სახელმწიფო ვალი. მისი აზრით, ნატოზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ განცხადებები მხოლოდ „საშიში მილიტარიზაციის“ გასამართლებლად გამოიყენება.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არასდროს ყოფილა აგრესორი, თუმცა ევროპის მზარდი მილიტარიზაციის პროცესი აუცილებლად გამოიწვევს რეაგირებას. „რუსეთის პასუხი დამაჯერებელი იქნება“, განაცხადა მან, რითაც ფაქტობრივად მიანიშნა, რომ კრემლი მზადაა სამხედრო-სტრატეგიული ნაბიჯების გასატარებლად.
პუტინმა უკრაინა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად მოიხსენია და მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა კიევი დასავლური გავლენისგან საბოლოოდ განთავისუფლდება.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08