img1


პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს

„პარკის მშენებლობაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც სხვა არაერთი პროექტის მსგავსად, ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღებს მნიშვნელოვან ხარჯებს. 

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქალაქისთვის გაკეთებული არაერთი სასიკეთო საქმისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. 

 

გასართობი პარკის დაგეგმარება მოხდება ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების მიერ და გამოყენებული იქნება ისეთი ანალოგები, როგორებიცაა: „დისნეილენდი“, „ლეგოლენდი“, „უნივერსალ სტუდიო“ და სხვა. ტერიტორია დაიყოფა რამდენიმე ზონად - განთავსდება სხვადასხვა ტიპის ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური და ოჯახური ზონები, კვების ობიექტები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ა.შ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება გამწვანებასა და უსაფრთხოებაზე“ - კახა კალაძე