img1


კახა კალაძის თქმით, არსებობს არაერთი მცდელობა ქვეყანაში შავი ფულის შემოსატანად, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებას აკონტროლებენ

შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკონტროლებენ, რეაგირების გარეშე არაფერი დარჩება, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს თანხა ჩაერიცხათ „რადიკალიზაციის დასაფინანსებლად“.

 

კახა კალაძის თქმით, არსებობს არაერთი მცდელობა ქვეყანაში შავი ფულის შემოსატანად, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებას აკონტროლებენ.

 

„ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებით მუშაობენ. ყველანაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ჯერ იყო და ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, შემდეგ უნივერსიტეტებს, ახლა ფიზიკურ პირებზე გადავიდნენ. სხვადასხვა სისულელით უნდათ, შენიღბონ ეს ყველაფერი, ვითომ ყოფილ თანამშრომლებს ჯილდოს, პენსიას აძლევენ. ყველაფერს აკონტროლებს შესაბამისი უწყებები. რეაგირების გარეშე არ დარჩება არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.