პარლამენტში უკვე შემოვიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც საქართველოს ეკონომიკა 110,5 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა მშპ-თან შეფარდებით 10 900 დოლარს გადააჭარბა.
ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზეა გათვლილი, რის საფუძველზეც ხარჯები განისაზღვრა 35.5 მილიარდი ლარით.
გიზიარებთ საბიუჯეტო დოკუმენტის რამდენიმე ძირითად აქცენტს:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 800 მილიონ ლარზე მეტით იზრდება. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს, ხოლო ჯანდაცვის პროგრამების 2,1 მილიარდ ლარზე მეტს.
განათლების მიმართულებით გამოყოფილია 3.4 მლრდ ლარი, საიდანაც:
• საჯარო სკოლების დაფინანსებისთვის განსაზღვრულია - 1,7 მლრდ ლარი;
• საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 500,0 მლნ ლარზე მეტი;
• საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე - 110,0 მლნ ლარი და სხვა.
ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 7.6 მლრდ ლარს აჭარბებს. იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის და ა.შ გაუმჯობესება.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 270 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია — 660 მლნ ლარზე მეტი, ხოლო გარემოს დაცვის პროგრამებზე — 210 მლნ ლარამდე.
ასევე, 2026 წელს იგეგმება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდაც.
მოხარული ვარ, რომ 2026 წელიც ეკონომიკურად აქტიური და ნაყოფიერი იქნება.
- წერს ნინო წილოსანი
2025-09-27
2025-09-27
2025-09-27
2025-09-27
2025-09-26
2025-09-26
2025-09-25
2025-09-25
2025-09-24
2025-09-24