img1


გერმანიის პროკურატურამ განაცხადა, რომ დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც 2022 წელს Nord Stream 1-სა და 2-ზე განხორციელებულ სავარაუდო თავდასხმაში ფიგურირებს

პროკურორების ინფორმაციით, სერჰი კ.-ს დაკავება იტალიის ქალაქ რიმინის მახლობლად მოხდა, იტალიელი კოლეგებისა და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით.

 

ოფიციალური წყაროების თქმით, ეჭვმიტანილი იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც მილსადენებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა და თავდასხმის კოორდინაციაში მონაწილეობდა.

 

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა სტეფანი ჰუბიგმა დაკავებას „შთამბეჭდავი წარმატება“ უწოდა და აღნიშნა, რომ გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა პასუხისმგებელი პირი არ იქნა დაკავებული.