ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიმყოფებოდი.
სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას. ჩვენი მეგობრობა ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო პრიორიტეტებს ეფუძნება.
ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს და ჩინელ ხალხს დღესასწაული მივულოცე და ხაზი გავუსვი ჩინეთის მნიშვნელოვან წვლილს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში.
დღეს ჩინეთი სამაგალითოა ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის იმით, რომ წინსვლაზე, მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოა და გლობალურ მშვიდობას აძლიერებს. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა ჩვენი საერთო ინტერესების სიღრმეს ასახავს.
სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება და სრული მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები ამ პარტნიორობას განამტკიცებს და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
„სარტყელისა და გზის” ინიციატივა, შუა დერეფნის მეშვეობით სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებთან ერთად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს ჩვენი პარტნიორობის გასაღრმავებლად და ჩვენს ერებს შორის ძლიერი კავშირების გასამყარებლად. საქართველოსა და ჩინეთის დინამიურმა თანამშრომლობამ, მათ შორის, სავაჭრო შეთანხმებებმა, სავიზო რეჟიმის გამარტივებამ და ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაში ერთობლივმა ინვესტიციებმა, გააძლიერა ეს როლი და აჩვენა შუა დერეფნის, როგორც კავშირის გაძლიერების, ვაჭრობის გაფართოებისა და ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობების შექმნის პლატფორმის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მეტად ძლიერი პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
- წერს ირაკლი კობახიძე
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08