img1


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპა „ახალი ტიპის ომის“ მდგომარეობაშია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „ახალი ტიპის ომში“ იმყოფება. მისი თქმით, დასავლურმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს არსებული რეალობა.

 

„ჩვენი საზოგადოებრივი აზრის ლიდერებისთვის დღეს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვა ადამიანებს, მთელ დასავლურ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, გააცნობიერონ: ეს ომია. ჩვენ არ გვინდოდა ეს, ზოგჯერ უცნაურია, ახალი ტიპის ომი, მაგრამ ეს მაინც ომია,“ – აღნიშნა ტუსკმა The Guardian-თან საუბარში.

 

მისი განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული და უცნობი წარმოშობის დრონების ფრენები გახშირდა.