2025 წლის 27 სექტემბერს 18 საათზე შენგელიას 7-ში ზეზვა ჩანქსელიანის კუთვნილ შენობაში მოქმედ საერთაშორისო აკადემიის სააქტო დარბაზში ჩატარდა წინასაარჩევნო შეხვედრა „ქართული ოცნების“ გლდანის რაიონის მუხიანის სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატობის კანდიდატ ბ-ნ ცოტნე ჩიქვინიძესთან.
შეხვედრა ჩატარდა ზეზვა ჩანქსელიანის ინიციატივით და ორგანიზებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული ოცნების გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე ზარნაძე, შტაბის წევრები, მაჟორიტარობის კანდიდატი და მუხიანის 100-ზე მეტი ამომრჩეველი.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიმართა „ქართული ოცნების“ ერთერთმა პირველმა წევრმა პროფესორმა მაიზერ ჩანქსელიანმა.
შეხვედრაზე ამომრჩეველს მიმართეს კოტე ზარნაზემ და ცოტნე ჩიქვინიძემ.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
ამ შეხვედრას ერთერთი ჩვეულებრივი სახე ექნებოდა , რომ არა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ქართული ოცნების გუნდის ერთიანობასა და ერთსულოვნებაზე მიუთითებს. კერძოდ; ზეზვა ჩანქსელიანი და ცოტნე ჩიქვინიძე მუხიანის მაჟორიტარობის ურთიერთკონკურენტები იყვნენ მაჟორიტარების დასახელების ბოლო წუთებამდე. საბოლოოდ მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად მუხიანში ცოტნე ჩიქვინიძე დაასახელა, რაც , პირველ რიგში, სწორედ ზეზვა ჩანქსელიანმა მიულოცა და პირველივე დღიდან ჩაება ჩიქვინიძის საარჩევნო ფერხულში.
დამეთანხმებით, ეს იშვიათი ფუფუნებაა და მხოლოდ მაღალი დონის ადამიანებს ხელეწიფებათ და გუნდის სიმყარეზე მეტყველებს, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ ზეზვა ჩანქსელიანს.
2025-09-23
2025-09-23
2025-09-23
2025-09-23
2025-09-23
2025-09-22
2025-09-22
2025-09-21
2025-09-21
2025-09-21