img1


საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას

პრეზიდენტის სასახლეში გამართული რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის ორმხრივ დინამიკაზე და სამომავლო გეგმებზე.

 

იტალიის პრეზიდენტმა თამარ ლილუაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.