img1


სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 124 249 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი დააკავა - 1 პირზე კი ძებნა გამოაცხადა:

“4 მილიონ 184 ათას 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს ბიპი ტრანსის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. შპს ბიპი ტრანსის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - აცხადებენ სუს-ში.