img1


არ მგონია, ევროპას უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა განუსაზღვრელი ვადით შეეძლოს - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი Fox News-თან ინტერვიუში: 

 

— ღაზაში მიმდინარე მოვლენები გენოციდია. ნეთანიაჰუ კი ამ გენოციდზე პასუხისმგებელია.

 

ნეთანიაჰუმ დაუნდობლად მოკლა ათიათასობით ადამიანი.

 

— არ მჯერა, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება. ეს ცუდი ამბავია.

 

— არ მგონია, ევროპას უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა განუსაზღვრელი ვადით შეეძლოს.

 

— უკრაინას არ შეუძლია ეკონომიკურად კონკურენცია გაუწიოს რუსეთს. ჩვენი იმედია, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

 

— მე მჯერა, რომ ნატო-ს შეუძლია გამოიყენოს ის მოდელი, რომელსაც თურქეთი იყენებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან ურთიერთობებში. ჩვენ ვმუშაობთ ამ რეგიონებში მშვიდობის მოდელზე.

 

— ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მივიჩნევ. ჩემთვის ეს წინააღმდეგობის ჯგუფია.