img1


დიდი ბრიტანეთი „საჭიროების შემთხვევაში“ ნატოს წევრი ქვეყნების თავზე უნებართვო ფრენებისთვის რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებს

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა

 

"თუ ჩვენ მოგვიწევს ნატოს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე მფრინავ თვითმფრინავებთან დაპირისპირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ...ჩვენი ალიანსი თავდაცვითია, მაგრამ ნუ გექნებათ ილუზიები, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ნატოს საჰაერო სივრცისა და ტერიტორიის დასაცავად. ჩვენ ფხიზლად ვართ“ | თქვა მან.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს „გაეროს წესდებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების დარღვევას“, აძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე და ახორციელებს „უგუნურ“ შეჭრას პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში.