img1


შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე.

 

აღვნიშნეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირები.

 

მადლიერება გამოვხატე საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების ურყევი მხარდაჭერისთვის.

 

საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საფრანგეთი საქართველოს გვერდით დგას და თანამედროვე კომპლექსურ სამყაროში, ერთიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა და მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე მოვლენები საქართველოში. ხაზი გავუსვით დიპლომატიის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაში. 

 

გამოვხატეთ მზაობა, ვითანამშრომლოთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშესაწყობად. ამ მხრივ, აღინიშნა ნდობაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა. - წერს პარლამენტის თავმჯდომარე