img1


რადიკალი ქალები ერთმანეთის წინააღმდეგ

"არჩევნებში შესვლა არის ქოცობა. ბიძინას მონობა. ბიძინასთან გარიგება.

 

ასევე, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც სულ უნდათ თბილ სავარძელში ჯდომა, ქუსლებით “პაესტკებში” სიარული.

 

ახლა ასეთი პოლიტიკოსების დრო აღარაა. ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი არა კონფორმიზმზე, არამედ ქუჩაში, ტალახში, წვიმაში დგომაზე გადის.

 

ასეთი პოლიტიკოსები ბიძინასთან ერთად ჩაირეცხებიან.

 

არა რუსულ არჩევნებს! არჩევნებზე წასვლა პატიმრების ღალატია! "

- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რასაც სალომე სამადაშვილი კომენტარში პასუხობს

 

'ქოცობა' პირველ რიგში ხალხის მოტყუებაა. მე ვცდილობ არ მოვატყუო არავინ, რომ ბოიკოტით რამეს დააკლებს ვინმე ბიძინას მსგავს რეჟიმს, ჩემთვისაც, სამწუხაროდ, თორემ ბოიკოტზე მარტივი რა არის. 'პაეზდკას' უკომენტაროდ დავტოვებ, ცოტა უხერხულად რომ არ იგძნო თავი. - ასე პასუხობს სამადაშვილი

 

- საუბარში მოგვიანებით ბაია პატარაია ჩაერთო და სამადაშვილს "მიასხა"

" და არჩევნებს რომ უპრავებთ, მაგით რას აკლებთ “ოცნებას”?! იმის თქმის საშუალებად რომ აძლევთ, კონკურენტუნარიანი იყო არჩევნებიო. თქვენ დებილები ხომ არ გგონივართ აქ ამდენი ხალხი? ძალიან ცუდი, რომ გგონივართ და ვინ გამოვა ბოლოს დებილი, მაგასაც ვნახავთ. - წერს ბაია პატარაეია და 4 ოქტომბრის არჩევნებში უმედოდ უყურებს .