img1


ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის სახელმწიფოს მთავარი სიმდიდრე და ქვეყნის სტაბილური წინსვლის საწინდარი. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვა ყოველთვის იყო და იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - სულხან თამაზაშვილი

ჩვენი მიზანია, რომ ჯანდაცვის სისტემა რეგიონში ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. ამის მიღწევა კი შესაძლებელია საერთო ძალისხმევით, თქვენი პროფესიონალიზმითა და რა თქმა უნდა საზოგადოების მხარდაჭერით.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროს განვითარებას სისტემური ხასიათი მიეცეს. ვგეგმავთ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მოქმედი პროგრამების გაფართოებას და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, რაც არსებულ სერვისებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

 

მადლობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის.