img1


რუსეთის საჰაერო ძალების MIG-31K-ს ტიპის 3 რაკეტმზიდი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ 12 წუთის განმავლობაში იფრინა

რუსეთის საჰაერო ძალების MIG-31K-ს ტიპის 3 რაკეტმზიდი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ 12 წუთის განმავლობაში იფრინა | ინფორმაციას ესტონეთის მთავრობაშიც ადასტურებენ, თუმცა, ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია

 

Politico-ს ცნობით, რუსული გამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე სერიოზული ესკალაციის მიზეზი გახდა. 

 

 "სიტუაციის შესახებ ინფორმირებული პირების ცნობით, MiG-31 თვითმფრინავებმა, მძიმე გამანადგურებლებმა, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის, კინჟალის გადატანა, ესტონეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ხუთი საზღვაო მილი გადაკვეთეს და დედაქალაქ ტალინისკენ გაემართნენ. თვითმფრინავები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში ტრიალებდნენ, სანამ NATO-მ მათ მოსაგერიებლად იტალიის F-35-ები არ ააფრინა" | წერს გამოცემა