ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი აუფეთქებელი ბომბის აღმოჩენის შემდეგ, 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს, სამთავრობო შენობები მას შემდეგ დაიხურა, რაც პოლიციამ დაადასტურა, რომ დღის დასაწყისში მდინარე შპრედან 1940-იანი წლების ბომბი ამოიღეს.
დაახლოებით 7 500 ადამიანს მდინარის სამხრეთით მდებარე ფიშერინზელის ტერიტორიის დატოვება უბრძანეს, პოლიცია კი მიტეს ტურისტულ უბანში კარდაკარ დადიოდა და მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებდა.
საგანგებო შეტყობინების თანახმად, იმ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს, აფეთქებისა და სიკვდილის საფრთხის გამო, ევაკუაცია ურჩიეს.
აფეთქების ადგილის გარშემო, მათ შორის ბერლინის რატჰაუსის გარშემო, 500-მეტრიანი აკრძალვის ზონა შეიქმნა. პოლიციამ პარასკევს დილით დაადასტურა, რომ ევაკუაცია დასრულდა. ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა პარასკევს დილით ადრე გამოაცხადა, რომ ბომბის გაუვნებელყოფა არ იყო საჭირო.
ომის დროინდელი მეორე ბომბი, რომლის წონა 100 კგ-ია, ოთხშაბათს, შპანდაუს რაიონში აღმოაჩინეს და მისი გაუვნებელყოფა დღეს იგეგმებოდა.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08