"ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ - არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა. რა თქმა. უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08