სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია დააკავეს. კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. ხოშტარია ვერაზე, სახლთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით გუშინ დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყებამ განმარტა, რომ საფუძველი გახდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართვა, საარჩევნო ბანერის დაზიანების შესახებ.
ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს წარწერა გუშინ გაუკეთა და ვიდეო სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელა.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08