img1


გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! - მარიამ ლაშხი

დღეს, 15 სექტემბერს, საქართველოს ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან განათლება ის საძირკველია, რომელზეც მომავალს ვაშენებთ.

 

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ეს არის დაუვიწყარი და ემოციური დღე როგორც მათთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ვუსურვებ მათ, რომ სკოლაში გატარებული წლები იყოს სავსე აღმოჩენებით, შემეცნებით, მეგობრობით და ბედნიერი მოგონებებით.

 

მოხარული ვარ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებითა და რვეულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს უკვე გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები, რაც საშუალებას მისცემს მათ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად ჩაერთონ და ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობები მიიღონ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სკოლების გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასებაა. 

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! - მარიამ ლაშხი