img1


კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის მეგობარი აქტი, ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწოფოს წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ თავს ესხმოდა რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლის მოტივაცია შემცირებული ჰქონდა, ვერავის გაუკვირდება

 

კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის მეგობარი აქტი, ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწოფოს წინააღმდეგ - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა

 

ოპოზიცია ცდილობს, პროვოკაციებით აამღვრიოს ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამ სცენარსაც სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი, რაც არჩევნების მოგებას - ხალხის მხარდაჭერა. მიზერამდეა დასული საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერისა და ნდობის ხარისხი

 

ოპოზიცია მთლიანად მოშლილია და ეს პირდაპირ აისახება რეიტინგებშიც, არის განხეთქილება ოპოზიციის შიგნით. ასეთ ფონზე არავის უკვირს, რომ ჩვენი რეიტინგი იმატებს, ხოლო ოპოზიციის რეიტინგი რადიკალურად მცირდება

 

- განაცხადა ირაკლი კობახიძემ