მეგობრებო,
სასიხარულოა, რომ ჩემ მიერ გაჟღერებულმა ინიციატივამ, რომელიც დემნა გვასალიასთვის მინიჭებული საპატიო წოდებების – „საპატიო თბილისელისა“ და „ღირსების ორდენის“ – ჩამორთმევას ეხებოდა, საზოგადოებაში ასეთი ფართო და მყისიერი რეზონანსი გამოიწვია. ეს გამოხმაურება ცხადად მეტყველებს, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არ არის გულგრილი ეროვნული და კულტურული ფასეულობების მიმართ და მზად არის, დაიცვას საკუთარი ქვეყნის ღირსება.
ცხადია, ერთი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არ არის ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად. იდეა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ჩემს პირად პოზიციას წარმოადგენდა, ახლა საზოგადოებრივი დაკვეთის სტატუსს იძენს. ამიტომ, დგება დრო, გადავიდეთ ქმედებაზე და ამ საქმეს ორგანიზებული და სამართლებრივად გამართული ფორმა მივცეთ.
ვაცხადებ საინიციატივო ჯგუფის ფორმირების დაწყებას, რომლის მიზანი იქნება ორი მთავარი ამოცანის განხორციელება:
1.ოფიციალური პეტიციის შექმნა და ხელმოწერების ორგანიზება: ჩვენ მოვამზადებთ იურიდიულად გამართულ ტექსტს, რომელიც დაეყრდნობა კონკრეტულ არგუმენტებს და ასახავს საზოგადოების ერთიან პოზიციას.
2.პროცედურული საკითხების უზრუნველყოფა: ხელმოწერების საჭირო რაოდენობის შეგროვების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფი უზრუნველყოფს პეტიციის წარდგენას შესაბამის უწყებებში – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – და გააკონტროლებს საკითხის შემდგომ განხილვას.
ამ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფში ვარ მხოლოდ მე, მაგრამ მჯერა, რომ ამ იდეის გარშემო უამრავი ღირსეული, საქმეზე ორიენტირებული და პრინციპული ადამიანი გაერთიანდება.
ყველას, ვისაც სურს, გახდეს ამ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე და საკუთარი წვლილი შეიტანოს საქმის ბოლომდე მიყვანაში, გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მზაობა (მაგალითად, „+“ ნიშნით).
დავიწყოთ!
ირაკლი ყიფიანი
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08