დაზიანებული ბანერები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან - ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბანერებზე წარწერები გუშინ, აქციის მიმდინარეობის დროს, აქტივისტებმა გააკეთეს. მანამდე კი შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დაშალეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ შენობის მისამართით ბოთლებიც ისროლა.
რაც შეეხება კახა კალაძის საარჩევნო შტაბს, ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, გუშინაც იყო საგანგებო თათბირი და განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას, როგორც ლევან მაჭავარიანი ამბობს, არავინ აჰყოლოდა.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08