ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტია დღეს ყველაზე მტკივნეულ საკითხზე ორადაა გაყოფილი უნდა ჰქონდეთ თუ არა ტრანსგენდერ ქალებს წვდომა ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებზე.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ წევრთა თითქმის ნახევარი მხარს უჭერს გამორიცხვის პოლიტიკას, მეორე ნახევარი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ერთი შეხედვით, თითქოს თანასწორობაა, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო ღრმა დაპირისპირების ნიშანია თაობათა შორის. ახალგაზრდა წევრები მთავრობის პოზიციას კონსერვატიულად და დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, ხოლო უფროსი თაობა სწორედ მასში ხედავს წესრიგისა და უსაფრთხოების გარანტიას.
სწორედ აქ ჩანს ლეიბორისტული პარტიის ყველაზე დიდი გამოწვევა: რომელ ელექტორატს-ს დაეყრდნობა იგი ახალგაზრდულს ლიბერალურს, რომელიც თანასწორობას ითხოვს, თუ ტრადიციულ, რომელიც სტაბილურობასა და მკაფიო საზღვრებს ითხოვს?
ამ დილემას თავიდან ვერავინ აირიდებს. ადრე თუ გვიან, სტარმერის პარტიას მოუწევს მკაფიო არჩევანის გაკეთება, რადგან „ორგუნდიანობა“ ასეთ საკითხებში პოლიტიკური სისუსტის ტოლფასია.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08